სამძიმრის წერილები
რაჭაში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და ქართველ ხალხს უსამძიმრებს მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი. ის შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების გამო მწუხარებას გამოთქვამს. „ღრმა სინანულით შევიტყვე რაჭაში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ. მონტენეგროს მთავარობის და პირადად ჩემი სახელით მინდა გამოვხატო ჩემი ღრმა მწუხარება დაღუპულთა ოჯახების მიმართ და დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება ვუსურვო. მინდა კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა“,- აღნიშნავს მონტენეგროს პრემიერი. ირაკლი ღარიბაშვილს სამძიმრის წერილს უგზავნის სომეხთა კათალიკოსი გარეგინ მეორეც. წერილში ნათქვამია, რომ სომხეთის სამოციქულო ეკლესია ლოცულობს, რათა ღმერთმა ნუგეში და შვება მისცეს დაღუპულთა ახლობლებს, ხოლო დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება.
