ფაშინიანის განცხადება
ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტიდან რუსეთის შემოსავლები ივლისში ივნისთან შედარებით 20%-ით გაიზარდა და 15.3 მილიარდი დოლარი შეადგინა. ინფორმაციას სააგენტო „ბლუმბერგი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, რუსული ნავთობის ექსპორტის მოცულობა ივლისში სტაბილური დარჩა- დაახლოებით 7.3 მილიონი ბარელი დღეში. ამავდროულად, რუსული საექსპორტო ნავთობის, „ურალის“ ფასი ივლისში გაიზარდა 64.41 დოლარამდე, რამაც პირველად გადააჭარბა „დიდი შვიდეულისა“ და ევროკავშირის მიერ გასული წლის ბოლოს დაწესებულ ზღვრულ ფასს.
