კულტურის მინისტრმა ვაშნარის არქეოლოგიური გათხრები მოინახულა
კულტურის მინისტრმა ვაშნარის ნაქალაქარის მიმდინარე არქეოლოგიური გათხრები მოინახულა და ძეგლის მდგომარეობას გაეცნო. ვაშნარის ექსპედიციას არქეოლოგი ვაჟა სადრაძე უძღვება და მასში მონაწილეობენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქეოლოგიის ფაკულტეტის სხვადასხვა საფეხურის სტუდენტები. მიმდინარეობს კვლევა-ძიებითი სამუშაოები, ძველი მონაკვეთების გაწმენდა და ახლების შესწავლა. არქეოლოგებთან შეხვედრისას საუბარი შეეხო მომავალ საჭიროებებს, უკვე გათხრილი მასალის კონსერვაციისა და შენახვის საკითხებს.
