ელექტრონული ვიზა საუდის არაბეთში
საუდის არაბეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის შესვლის გამარტივებას, ელჩი ეხმაურება და გადაწვეტილებას დადებითად აფასებს. საუდის არაბეთმა ელექტრონული ვიზების პროგრამა 8 ქვეყნით გააფართოვა. ნუსხას, საქართველოსთან ერთად, ალბანეთი, აზერბაიჯანი, ყირგიზეთი, მალდივები, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ტაჯიკეთი და უზბეკეთი დაემატნენ. საუდის არაბეთის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, ქვეყანაში სტუმრობის მსურველებს ვიზის მიღებაზე განცხადების შეტანა ელექტრონული ფორმით ან სამეფოს ნებისმიერ პორტში ჩასვლისას შეეძლებათ. ელექტრონული ვიზების გამოყენება კი საუდის არაბეთში მეგობრების, ოჯახის წევრების მოსანახულებლად, ან საქმიანი მიზნით მოგზაურობისთვის არის შესაძლებელი.
