პრემიერ-მინისტრის ინტერვიუ - პრემიერმა შუა დერეფნის განვითარების დიდ პოტნციალზე და ამ მიზნით შესრულებულ თუ დაგეგმილ სამუშაოებზე ისაუბრა
ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან ინტერვიუში ირაკლი ღარიბაშვილმა შუა დერეფნის განვითარების დიდ პოტნციალზე და ამ მიზნით შესრულებულ თუ დაგეგმილ სამუშაოებზე ისაუბრა. პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ახლო მომავალში ის ძალიან საინტერესო ალტერნატულ მარშუტად იქცევა. პრემიერმა ყურადღება გაამახვილა მაგისტალების, ანაკლიის პორტის და ახალი აეროპორტის მშენებლობაზე. მისი თქმით, საქართველოს ბუნებრივად აქვს შესაძლებლობა და პოტენციალი იქცეს ლოგისტიკურ ჰაბად. ჩინეთთან სავაჭრო პარტნიორობაზე საუბრისას პრემიერმა თქვა, რომ არსებობს პოტენციალი, რომ ჩინეთი საქართველოს რიგით პირველ სავაჭრო პარტნიორად იქცეს.
