პრემიერ-მინისტრის ინტერვიუ - ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისუაბრა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან ინტერვიუში საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისუაბრა და მის ვიზიტს, საიდანაც ხელშესახები შედეგებით დაბრუნდა, ისტორიული უწოდა. პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის პრეზიდენტ სინ ძინპინს მასშტაბური ხედვის მქონე ადამიანი უწოდა და თქვა, რომ მისი ინიციატივები მშვიდობისკენ, პროგრესისკენ და მოდერნიზაციისკენ არის მიმართული. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქრათველო ერთ-ერთი პირველი ქვყანა იყო, ვინც ჩინეთის პრეზიდენტის „სარტყლისა და გზის“ ინიციატივას შეუერთდა და მხარდაჭერის დემონსტრირების მიზნით, „თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმიც დააფუძნა. ტელეკომპანიასთან საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილი ჩენგდუსა და მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიასაც შეეხო და ის შთამბეჭდავ ღონისძიებად შეაფასა.
