საქართველო Bloomberg-ის ობიექტივში
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მასშტაბური მარკეტინგული კამპანია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მედიაპლატფორმაზე გრძელდება. ადმინისტრაციის ორგანიზებით და „ბლუმბერგის“ მოწვევით პოპულარული გადაცემის „სორთერ ფუდის“ ორი წამყვანი საქართველოში იმყოფება. კამპანიის ფარგლებში, „ბლუმბერგი“ საქართველოს ტურისტული პოტენციალის, ღვინის, გასტრონომიის, ცხოვრების წესის და სათავგადასავლო ტურიზმის შესახებ ორ ვიდეორგოლს ამზადებს. გადაღებები თბილისში, თელავსა და წინანდალში მიმდინარეობს. სტუმრებისთვის, კახეთში ღვინის, ჩურჩხელის, ხინკლისა და პურის ცხობის მასტერკლასები გაიმართა.
