ავღანეთში გვალვამ ჰუმანიტარული კრიზისი გაამწვავა
ავღანეთში გვალვამ ჰუმანიტარული კრიზისი გაამწვავა. დამშრალია მდინარეები და მოსახლეობას სასმელი წყალი არ მიეწოდება. ჰაერის საშუალო ტემპერატურა ყოველდღიურად 40 გრადუსს აღწევს. გვალვის გამო ავღანელი ფერმერები, გასულ წლებთან შედარებით, 20-ჯერ ნაკლებ მოსავალს იღებენ. გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ცნობით, ავღანეთში 15 მილიონი ადამიანი საკვები პროდუქტების მწვავე დეფიციტს განიცდის.
