წყალდიდობა ჩინეთში
ჩინეთში, ჰებეის პროვინციაში, წყალდიდობის შედეგად, 29 ადამიანი დაიღუპა. ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა 16 მოქალაქე. სტიქიის ზონაში მიმდინარეობს სამძებრო და სამაშველო სამუშაოები. 11 აგვისტოს მდგომარეობით, ჩინეთში წყალდიდობამ თითქმის 4 მილიონამდე ადამიანი დააზარალა და გაანადგურა 320 ათასი ჰექტარი სახნავ-სათესი მიწა. წყალდიდობის შედეგად დაინგრა 40 000-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი, 155 000 კი დაზიანდა. ჯამში, ჩინეთში ძლიერი წვიმით გამოწვეულმა სტიქიამ ქვეყნის 110 ოლქი მოიცვა.
