ლუკაშენკოს განცხადება
ბელარუსის ლიდერი მიიჩნევს, რომ მინსკმა ევროკავშირთან ურთიერთობა უნდა შეინარჩუნოს. ამასთან ერთად, ალექსანდრე ლუკაშენკოს თქმით, ბელარუსმა ევროპის სახელმწიფოებთან კავშირი საკუთარი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით უნდა განაახლოს. „არ უნდა დავივიწყოთ მაღალტექნოლოგიური დასავლეთი, ჩვენი მეზობელია ევროკავშირი, მათთან კავშირის გაწყვეტა არ შეიძლება“,- აცხადებს ალექსანდრე ლუკაშენკო. ევროპასა და ბელარუსს შორის ურთიერთობები 2020 წლის საპრეზიდენტო არჩვნებისა და უკრაინაში რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ გართულდა.
