ოკუპანტების იერიში
რუსეთმა უკრაინის ივანო ფრანკოვსკის ოლქზე სარაკეტო იერიში მიიტანა. რაკეტა ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს მოხვდა; დაიღუპა 8 წლის ბავშვი. გამთენიისას რუსული იერიშების სამიზნე კიევი იყო. უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა ყველა რაკეტა გაანადგურა, რაკეტების ნამსხვრევების ჩავარდნამ კი დედაქალაქის რამდენიმე რაიონში აფეთქებები გამოიწვია. კიევის მერის განცხადებით, რუსული თავდასხმის შედეგად, დედაქალაქში არავინ დაშავებულა.
