დრონების თავდასხმა
მოსკოვის გარეუბანში უპილოტო საფრენი აპარატის ჩავარდნას აფეთქება მოჰყვა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, დრონი რადიოელექტრონული სისტემის საშუალებით ჩამოაგდეს და ის მოსკოვის დასავლეთით, დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩავარდა. უწყების მტკიცებით, არავინ დაშავებულა. დრონების თავდასხმის საფრთხის გამო, მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში რამდენიმე საათის განმავლობაში რეისები შეჩერდა.
