ჰავაიზე ხანძარს 55 ადამიანი ემსხვერპლა
ჰავაიზე ტყის მასშტაბური ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 55-მდე გაიზარდა. მაშველები ამ დრომდე ეძებენ კუნძულ მაუიზე დაკარგულ 1000-მდე ადამიანს. ხანძრის შედეგად თითქმის მთლიანად განადგურებულია ქალაქი ლაჰაინა, დამწვარი და დანგრეულია 1700-მდე შენობა, მათ შორის საცხოვრებელი სახლები. გუბერნატორ ჯოშ გრინის განცხადებით, ჰავაის ისტორიაში ეს ყველაზე მასშტაბური ბუნებრივი კატასტროფაა.
