შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია
შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 26 და 30 ივლისს შავი ზღვის წყლის ხარისხის მორიგი მონიტორინგი ჩაატარა. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმებს შეესაბამება. გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 10 დღეში ერთხელ 9 სადგურზე ატარებს.
