რიკოთის რეაბილიტაცია
ინფრასტრუქტურის მინისტრი რიკოთის უღელტეხილთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს პასუხობს და ამბობს, რომ თემის ირგვლივ გაკეთებული კომენტარები დეზინფორმაციაა, რომელიც შოვის ტრაგედიის ფონზე მიუღებელია და საზოგადოების დაშინებას ემსახურება. იქამდე კი უწყებამ რომან გოცირიძისა და ხატია დეკანოიძის სადეპუტატო შეკითხვას ოფიციალურად უპასუხა. წერილში მეწყრულ კერებსა და რისკის შემთხვევაში სამოქმედო გეგმებზეა საუბარი. რამდენიმე დღის წინ ოპოზიციის ერთმა ნაწილმა რიკოთზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით საერთაშორისო აუდიტის მონიტორინგი მოითხოვა. მათ კითხვები, რამდენიმე კუთხით აქვთ, მათ შორის სახელდება, ეკოლოგია, უსაფრთხოება და ფინანსები.
