აგვისტოს ომი - გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადება
2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის ფართომასშტაბიანი შემოჭრისა და ომის დაწყების მე-15 წლისთავთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭო განცხადებას ავრცელებს. საბჭო გმობს რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ, შეშფოთებას გამოთქვამს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების გამო და რუსეთს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებისკენ მოუწოდებს. დოკუმენტს ხელს აწერენ გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები: ამერიკის შეერთებული შტატები, ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, იაპონია და მალტა.
