ვითარება შოვში
შოვის ტრაგედიიდან მე-9 დღეს მაშველებმა, 22-ე დაღუპულის ცხედარი იპოვეს. ის მდინარის კალაპოტში, სტიქიის ეპიცენტრიდან 20 კილომეტრის მოშორებით აღმოაჩინეს. სტიქიიდან 24 კილომეტრის მანძილზე ნაპოვნია, ასევე, ადამიანის ქვედა კიდური. მეცხრე დღეა ასობით მეხანძრე-მაშველი სტიქიის ზონაში დაკარგულებს ეძებს. მაშველები ტალახის რამდენიმე მეტრიან მასაში დღე და ღამე მუშაობენ. პარალელურად, ჰუმანიტარული დახმარების მიზნით, სტიქიის ეპიცენტრში წითელი ჯვრის კარვებია გაშლილი.
სიუჟეტის ავტორი: გიორგი აბაზაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
