ბადრი ლომსიანიძის რეტროსპექტული გამოფენა
ეროვნული გალერეა ბადრი ლომსიანიძის რეტროსპექტულ გამოფენას მასპინძლობს. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე დაესწრო და მხატვარს გამოფენის გახსნა პირადად მიულოცა. ბადრი ლომსიანიძე მულტი დისციპლინური არტისტია, რომელიც შემოქმედებითი საქმიანობის დასაწყისშივე ირჩევს ქსოვილს, როგორც მედიუმს. ქსოვილის მოქნილობა და ელასტიკურობა მხატვარს საკუთარ ტილოებსა და ინსტალაციებთან ორგანულად ინტეგრირების საშუალებას აძლევს.
