ჰავაიზე ხანძარს 53 ადამიანი ემსხვერპლა
„ჰავაის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ბუნებრივი კატასტროფა“, - ასე შეაფასა ადგილობრივმა გუბერნატორმა კუნძულ მაუიზე ტყის ხანძარი, რომელსაც უკვე 53 ადამიანი ემსხვერპლა. ჯოშ გრინის განმარტებით, ისტორიული ქალაქი ლაჰაინის 80% სრულად განადგურებულია. უსახლკაროდ დარჩა ათასობით ადგილობრივი მცხოვრები. სტიქიის ზონაში ამ დრომდე გრძელდება ხანძრის სალიკვიდაციო და სამძებრო-სამაშველო სამუშაოები. ეძებენ 1000-მდე დაკარგულს. კუნძულ მაუიდან უსაფრთხოდ ევაკუირებულია 11 000 ტურისტი.
