რესპუბლიკელი კონგრესმენები ბაიდენის იმპიჩმენტზე მსჯელობენ
ამერიკის კონგრესის რესპუბლიკელი წარმომადგენლები პრეზიდენტ ჯო ბაიდენისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებაზე მსჯელობენ. წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, კევინ მაკარტი აცხადებს, რომ გრძელდება მტკიცებულებების შეგროვება და გადაწყვეტილება პრეზიდენტის საიმპიჩმენტო გამოძიების ოფიციალურად გახსნასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ არ მიღებულა. თუმცა რესპუბლიკელ წარმომადგენელთა ნაწილი მზადაა მიმდინარე წლის შემოდგომაზე ამ პროცესის დაწყებას მხარი დაუჭიროს. საქმე ეხება ბაიდენების ოჯახის მიერ, რუსი, უკრაინელი და ყაზახი ოლიგარქებისგან 20 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის ქრთამის შესაძლო აღებას. გამოძიების თანახმად, ტრანზაქციებს ბაიდენის ვაჟი, ჰანტერ ბაიდენი იღებდა. თუმცა რესპუბლიკელი წარმომადგენლები დავობენ, რომ სქემასთან ჯო ბაიდენსაც, პირდაპირი კავშირი ჰქონდა.
