რიკოთის რეაბილიტაცია
რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით ოპოზიციის ნაწილი საერთაშორისო აუდიტის ჩატარებას ითხოვს და პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრს იბარებს. ხელისუფლების ოპონენტები კითხვები, რიკოთის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით აქვთ. ფიქრობენ, რომ საერთაშორისო მაგისტრალზე სამუშაოები დარღვევებით მიმდინარეობს, რამაც, მათივე განმარტებით, შესაძლოა მოქალაქეების უსაფრთხოება კითხვის ქვეშ დააყენოს. ოპოზიციას, მმართველ გუნდში პასუხობენ.
