შინდისის გმირები
შინდისის გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო და 17 გმირის საფლავი გვირგვინით შეამკო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემაც. ალექსანდრე დარახველიძესთან ერთად, შინდისში, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. გმირთა მემორიალთან დაღუპული მებრძოლების სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. შინდისის გმირებს იხსენებენ ოჯახების წევრები, რომლებიც დაღუპულებს თავდადებასა და გმირობაზე საუბრობენ.