15 წელი შინდისის ბრძოლიდან
შინდისის ბრძოლიდან 15 წელი გავიდა. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს, 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. ომში დაღუპულ ქართველ გმირებს დღეს კიდევ ერთხელ იხსენებენ. სოფელ შინდისთან მდებარე მემორიალთან დაღუპულ გმირებს პატივი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიაგო, რომელმაც მედიისთვის კომენტარი გააკეთა. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, „ოკუპაცია მძიმე მემკვიდრეობაა, მაგრამ მთავრობამ თანმიმდევრული ნაბიჯებით უნდა მოახერხოს და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოს. კიდევ ერთხელ, დიდება ჩვენს გმირებს. მათი ხსოვნის წინაშე ქედს ვიხრი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
