საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ჩინეთში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ჩინეთში მსოფლიო 31-ე საუნივერსიტეტო თამაშებში, მე-3 ადგილისთვის გამართულ მატჩში გაიმარჯვა და ისტორიაში პირველად ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ასპარეზობის ბოლო დღეს, მათ ამერიკელ წყალბურთელებს 5 ბურთის სხვაობით აჯობეს. საუნივერსიტეტო თამაშებში ისტორიული გამარჯვება გაიმეორეს წყალში მხტომელმა ვაჟებმა. სანდრო მელიქიძემ და თორნიკე ონიკაშვილმა სამმეტრიანი ტრამპლინიდან სინქრონულ ხტომებში ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
