მძიმე ბრძოლები გრძელდება აღმოსავლეთისა და სამხრეთის ფრონტზე
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყველაზე ცხელ წერტილად კვლავ კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულება რჩება. უკრაინელები ოკუპანტთა იერიშებს იგერიებენ. მასირებული დაბომბვის გამო, კუპიანსკიდან მოსახლეობის ევაკუაცია ხორციელდება. რამდენიმე რაიონში უკრაინულ ძალებს მცირედი წინსვლა აქვთ.
