სახლები დევნილი ოჯახებისთვის
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში, დევნილი ოჯახებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 14 სახლი აშენდა. 80 კვადრატულ მეტრამდე ფართობის სახლები დევნილ ოჯახებს, სრულად გარემონტებული, უახლოეს მომავალში გადაეცემათ. სამშენებლო სამუშაოები გერმანიის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში ჩატარდა. ამ ეტაპზე, აქტიურ ფაზაშია წყლის სისტემის მონტაჟის სამუშაოები, რომელსაც დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო უძღვება. ასევე იგეგმება მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა და გზის განახლება. სოფელ ძევერაში დასახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება უკვე დასრულდა. სააგენტო ახალაშენებულ სახლებს კრიტერიუმების შესაბამისად გაანაწილებს.
