მე-9 დღე შოვის ტრაგედიიდან
მე-9 დღე შოვის ტრაგედიიდან. სტიქიური უბედურების ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. 12 დაკარგულის ძებნის არეალი გაფართოვდა, თუმცა გუშინ მაშველებმა ვერავის კვალს ვერ მიაგნეს. ამ დროისთვის მდინარეებზე მაშველები რამდენიმე კილიმეტრიან პერიმეტრზე პატრულირებენ. ცოცხალი ძალა და სპეცტექნიკა უკვე 10 ადგილას მუშაობს - მიზანი მდინარე ბუბისა და ჭანჭახის კალაპოტში მოქცევა, ასევე, გზების იქამდე გაკვალვაა, სადაც შესაძლოა ადამიანები მოყოლილიყვნენ. მთავარი საძიებო პერიმეტრია კვლავ კოტეჯების ტერიტორია და მჟავე წყლებისაკენ მიმავალი გზა.
სიუჟეტის ავტორი: გიორგი აბაზაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
