ვაშლის სუბსიდირება
არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა, წინა წლების მსგავსად, წელსაც განხორციელდება. კერძოდ, სოფლის განვითარების სააგენტო ერთ კილოგრამ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის სუბსიდიას გასცემს. მას კი ის კომპანიები მიიღებენ, რომლებიც 2023 წლის 15 დეკემბრამდე ფერმერებისგან არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 24 თეთრად შეისყიდიან.
სიუჟეტის ავტორი: ხატია იობიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
