სამეცნიერო კონფერენცია
სვანეთის კულტურული მემკვიდრეობა და გადარჩენის პერსპექტივები - ეს არის სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტის მერიისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა და რომელიც ეთნოგრაფის, პუბლიცისტის, საზოგადო და საეკლესიო მოღვაწის, ბესარიონ ნიჟარაძის ხსოვნასა და მის იუბილეს ეძღვნებოდა.
