ოკუპანტების იერიში
ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკსა და მის შემოგარენში მოსახლეობის სავალდებულო ევაკუაცია გამოცხადდა. უკვე რამდენიმე დღეა რუსულმა არმიამ ამ მიმართულებით საარტილერიო იერიშები და საჰაერო დარტყმები გააქტიურა. უკრაინის არმიამ კუპიანსკი გასული წლის სექტემბერში კონტრიერიშის შედეგად დაიბრუნა. უკვე რამდენიმე კვირაა რუსულმა არმიამ მისი ხელახლა ხელში ჩადგების მიზნით შეტევა წამოიწყო. ოფიციალური კიევი ამ მიმართულებით ოკუპანტის წინსვლასაც ადასტურებს.
