რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარე სამუშაოები - "ლელოს" მოთხოვნა
რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით ლელო საერთაშორისო აუდიტის ჩატარებას ითხოვს. ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიაში ფიქრობენ, რომ აუცილებელია უსაფრთხოების, მეწყერსაშიში ზონების , მონიტორინგის სისტემისა და ფინანსების შემოწმება. მათ ინიციატივას მხარს ხელისუფლების ოპონენტების ნაწილიც უჭერს. პარტიას „ლელო საქართველოსთვის“ მმართველ გუნდში უპასუხეს.
