შოვში გარდაცვლილი პოლიციელი დღეს დაკრძალეს
პოლიციის მაიორი მირიან ჭელიძე, რომელიც სტიქიის ზონაში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა, დღეს დაკრძალეს. მისი ხსოვნისადმი პატივის მისაგებად, რაჭაში ამბლროლაურის რაიონში, პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატები, შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი და უწყების თანამშრომლები ჩავიდნენ.
