თემურ მღებრიშვილმა ძიების შედეგი შეაჯამა
სამ საათზე ნაკლებ დროში, პირველი ვერტმფრენი უკვე სტიქიის ზონაში, სამაშველო ღონისძიებაში მონაწილეობდა, მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა სითბური დრონები - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა. თემურ მღებრიშვილმა ვრცელი ბრიფინგი გამართა, ძიების შედეგი შეაჯამა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.