შოვში სამძებრო სამუშაოები გრძელდება
შოვის ტრაგედიიდან ერთი კვირის თავზე, სტიქიური უბედურების ზონაში, სამძებრო სამუშაოები გრძელდება. 12 დაკარგულის ძებნის არეალი გაფართოვდა, ცოცხალი ძალა და სპეცტექნიკა უკვე 10 ადგილას მუშაობს. ცოტა ხნის წინ, ვრცელი ბრიფინგი გამართა და ძიების შედეგი შეაჯამა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა.
სიუჟეტის ავტორი: გიორგი აბაზაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
