ეკვადორში პრეზიდენტობის კანდიდატი მოკლეს
ეკვადორში პრეზიდენტობის კანდიდატი მოკლეს. 59 წლის ფერნანდო ვილა-ვიჩენსიოს თავს ქალაქ კიტოში დაესხნენ, სადაც ის ამომრჩევლებს შეხვდა. თვითმხილველთა თქმით, ვილა-ვიჩენსიო ავტომობილში ჯდებოდა, როდესაც წინ მამაკაცი გადაუდგა და თავში ესროლა. თავდამსხმელი დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა სასიკვდილოდ დაჭრეს.
