აშშ-უკრაინის ურთიერთობები
უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმებები უზრუნველყოფილი იქნება, იმისდა მიუხედავად, თუ ვინ იქნება პრეზიდენტის პოსტზე. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, შეიცვლება თუ არა ვაშინგტონისა და კიევის ურთიერთობა იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდება, მილერმა აღნიშნა, რომ ასეთი მხარდაჭერა გამყარებული იქნება ორმხრივი ხელშეკრულებებით, რომლებიც პირველი პირისგან დამოუკიდებლად იმოქმედებს.