ბაიდენის ადმინისტრაცია CNN-ის კვლევას გამოეხმაურა
ბაიდენის ადმინისტრაცია „სიენენის” მიერ ჩატარებულ კვლევას გამოეხმაურა, რომელის თანახმადაც, ამერიკის მოსახლეობის უმეტესობა კონგრესის მიერ უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაზრდას ეწინააღმდეგება. როგორც თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ აღნიშნა, ვაშინგტონი ამ საკითხის მიმართ ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შემცირების ნიშნებს ვერ ხედავს. „ეს მხარდაჭერა არა მხოლოდ უკრაინელი ხალხის, არამედ ნატოელი მოკავშირეებისა და თავად ამერიკელი ხალხის უსაფრთხოებისთვისაც მნიშვნელოვანია, რადგანაც, თუ პუტინს უკრაინის დაპყრობის უფლებას მივცემთ, არავინ იცის, სად იქნება მომდევნო გაჩერება,“ – აღნიშნა კირბიმ.