აფეთქება რუსეთში
მოსკოვის ოლქში კი აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვმა 60 გადააჭარბა. სააგენტო „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, 9 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. ნაპოვნია ერთი ცხედარი. აფეთქება ქალაქ სერგიევ პოსადში, ზაგორსკის ოპტიკურ-მექანიკურ ქარხანაში მოხდა. წინასწარი ვერსიით, აფეთქება ტექნოლოგიური პროცესის დარღვევამ გამოიწვია.
