რთველის სუბსიდირება
მთავრობის გადაწყვეტილებით, რთველის მხარდასაჭერად სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდება. სახელმწიფო სუბსიდიას ის კომპანია მიიღებს, რომელიც წელს კახეთის რეგიონში არანაკლებ ას ტონა რქაწითელს, ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს შეიძენს. გარდა ამისა, კომპანია ვალდებულია მევენახეებისგან ერთი კილოგრამი ყურძენი არანაკლებ 90 თეთრად ჩაიბაროს, ამ შემთხვევაში სახელმწიფო 20 თეთრით დაასუბსიდირებს. გასულ წელთან შედარებით, წელს სუბსიდირება 15 თეთრით იქნება შემცირებული. გადაწყვეტილება ღვინის ექსპორტის ოცდახუთ პროცენტიანმა ზრდამ განაპირობა.