პოლიტიკური შეფასებები
გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ სატელიტურ ფოტოებს, რომლებიც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ შეფასებებს, რომელიც მოცემულია სააგენტოს პირველად დასკვნაში, მმართველ გუნდში აფასებენ. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, სპეციალისტების დასკვნა ცხადყოფს, რომ ბუნებრივი სტიქიის წინასწარი პროგნოზირება შეუძლებელი იყო.
