ვითარება შოვში
შოვის ტრაგედიიდან ერთი კვირა გავიდა. სტიქიური უბედურების ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. 12 დაკარგულის ძებნის არეალი გაფართოვდა, ცოცხალი ძალა და სპეცტექნიკა უკვე 10 ადგილას მუშაობს. მთავარი საძიებო პერიმეტრია კვლავ კოტეჯების ტერიტორია და მჟავე წყლებისკენ მიმავალი გზა. სტიქიის ზონაში, აქამდე მიუვალ ადგილებში გუშინ დამატებითი რკინის კონსტრუქციები დაამონტაჟეს. ამ დროისთვის შოვის სამძებრო და სალიკვიდაციო სამუშაოებში 400 მაშველია ჩართული, ადგილზეა 90 ერთეული მძიმე ტექნიკა.
სიუჟეტის ავტორი: გიორგი აბაზაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
