ელექტრონული ვიზა საუდის არაბეთში
საქართველოს მოქალაქეები ამიერიდან საუდის არაბეთში სტუმრობისთვის ელექტრონული ვიზებით ისარგებლებენ. ერ-რიადმა ვიზიტორთა ელექტრონული ვიზების პროგრამა 8 ქვეყნით გააფართოვა. ნუსხას, საქართველოსთან ერთად, ალბანეთი, აზერბაიჯანი, ყირგიზეთი, მალდივები, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ტაჯიკეთი და უზბეკეთი დაემატნენ. საუდის არაბეთის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, ქვეყანაში სტუმრობის მსურველებს ვიზის მიღებაზე განცხადების შეტანა ელექტრონული ფორმით ან სამეფოს ნებისმიერ პორტში ჩასვლისას შეეძლებათ. ელექტრონული ვიზების გამოყენება კი საუდის არაბეთში მეგობრების, ოჯახის წევრების მოსანახულებლად, ან საქმიანი მიზნით მოგზაურობისთვისაა შესაძლებელი.
