სტიქია და დეზინფორმაცია
ერთი კვირაა ქვეყანა სტიქიის შედეგად დაღუპულებს გლოვობს, ზოგიერთი მედიასაშუალება, პოლიტიკური ჯგუფი თუ ცალკეული დაინტერესებული პირი კი ტრაგედიით მანიპულირებას განაგრძობს. სტიქიის პარალელურად, სახელმწიფოს ყალბი ამბების წინააღმდეგ ბრძოლაც უწევს. ამ მძიმე დღეებში ზოგიერთმა ყალბი ამბების გავრცელებისთვის მოიცალა, მათ შორის, თითქოს სტიქია პროგნოზირებული იყო ჯერ კიდევ 2021 წელს, ასევე, კახა კალაძის წინააღმდეგ წარმოებული დისკრედიტაციის კამპანია და სოციალურ ქსელში ხელისუფლების წარმომადგენლების ყალბი ციტატების გავრცელება. ის, რაც ამ დღეებში ტელე- თუ სოციალურ მედიაში ხდებოდა, უკვე შეფასდა, როგორც საზოგადოებაზე მიზანმიმართული საინფორმაციო თავდასხმა. ამ საკითხზე ვრცლად დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა.
სიუჟეტის ავტორი: ქეთევან გრიგორაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
