ევროსაბჭოს რეზოლუცია
როგორ გაჩნდა ევროსაბჭოს რეზოლუციაში მეხუთე პუნქტი, სადაც წერია, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს, ქართულმა მხარემ დაიწყო ომის ახალი ფაზა და ვინ იყო ამ ჩანაწერის ინიციატორი? „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ დასმული ეს შეკითხვა 24 საათის შემდეგაც პასუხგაუცემელია. ყოფილი ხელისუფლების წევრები საკითხში სიცხადის შეტანის ნაცვლად, თავისმართლების რეჟიმში არიან. ღალატის ტოლფასი ჩანაწერი ევროსაბჭოს 2008 წლის რეზოლუციაში, რომელსაც მხარი მაშინდელი ხელისუფლების წარომადგენლებმა დაუჭირეს - ასეთია „ქართული ოცნების“ პოზიცია, სადაც მიაჩნიათ, რომ რეზოლუცია საქართველოსთვის მნიშვნელოვნად დამაზიანებელი იყო.

სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები