საქართველო-ინდოეთს შორის პირდაპირი ფრენები დაიწყო
საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დაიწყო. აზიის ყველაზე დიდმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია ინდიგომ ინდოეთის დედაქალაქ დელიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი პირდაპირი ავიარეისი გვიან ღამით შეასრულა. პირველი რეისით ჯამში 325-მა მგზავრმა ისარგებლა. დელი-თბილისი-დელის საჰაერო ხაზზე ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენას კვირაში სამჯერ შეასრულებს. უმსხვილეს ინდურ ავიაკომპანიასთან საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მოლაპარაკებებს საქართველოს ბაზარზე ოპერირების დაწყების მიზნით, 5 წელზე მეტხანს აწარმოებდა.
