სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა
ინდონეზიის დედაქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 44-ე გენერალურ ასამბლეას მასპინძლობს. ღონისძიებაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით მონაწილეობს. ქართული დელეგაცია დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობს. ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა ნიკოლოზ სამხრაძე.
