რთველის მხარდასაჭერად სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდება
მთავრობის გადაწყვეტილებით, რთველის მხარდასაჭერად სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდება. სახელმწიფო სუბსიდიას ის კომპანია მიიღებს, რომელიც წელს კახეთის რეგიონში არანეკლებ ას ტონა რქაწითელს, ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს შეიძენს. ამასთან ერთად, კომპანია ვალდებულია მევენახეებისგან ერთი კილოგრამი ყურძენი არანაკლებ 90 - თეთრად ჩაიბაროს, ამ შემთხვევაში კი სახელმწიფო 20 თეთრით დაასუბსიდირებს.
