კანდიდატის სტატუსის მოლოდინში
თბილისი ბრიუსელისგან წლის ბოლოს სამართლიან გადაწყვეტილებას ელოდება. კანდიდატის სტატუსის მომლოდინე ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საქართველო სტატუსს ჯერ კიდევ გასულ წელს იმსახურებდა. ოპოზიციის ნაწილი კი ისევ ხელისუფლებას აკრიტიკებს და განმარტავს, რომ თუ ქვეყანამ სტატუსი მიიღო გათვალისწინებული იქნება მხოლოდ რეგიონის ფაქტორი. ვიდრე ბრიუსელის გადაწყვეტილებამდე პოლიტიკოსები ერთმანეთს აკრიტიკებენ, „რადიო თავისუფლების“ ჟურანლისტი რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ ევროკომისიამ გაფართოების შესახებ ანგარიშის შედგენა დაიწყო, რომელიც ოქტომბრის მეორე ნახევარში უნდა გამოქვეყნდეს. ცოტა ხნის წინ „ქრონიკა“ „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტს ესაუბრა. რას ამბობს რიკარდ იოზვიაკი.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
