რა მოხდა კოდორში 2008 წელს
აგვისტოს ომიდან 15 წლის შემდეგ სამხედრო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი ქურასბედიანი კოდორის ხეობასთან დაკავშირებით ხმაურიან განცხადებას აკეთებს. „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ვიცე-პოლკოვნიკი 2008 წელს ხეობაში შექმნილ ვითარებას იხსენებს და ამბობს, რომ მართვა და კონტროლი მოშლილი იყო. ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ დატოვა ქართულმა ქვედანაყოფმა 2008 წელს კოდორის ხეობა უბრძოლველად, ქრასბედიანმა თქვა, რომ კოდორის დაცვა შესაძლებელი იყო. სამხედრო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელის ამ განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მაშინდელი მაღალი თანმდებობის პირები არ გამოხმაურებიან, განმარტება სცადა თინა ბოკუჩავამ. მმართველ გუნდში კი თქვეს, რომ ირაკლი ქურასბედიანმა დაადასტურა, რომ კოდორი წინა ხელისუფლებამ უბრძოლველად დათმო.