ომის დაწყების თარიღი
2008 წლის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია და თარიღთან დაკავშირებული ჩანაწერი. რუსეთ-საქართველოს ომიდან 15 წლის შემდეგ ომის დაწყების თარიღი ისევ სადავოა პოლიტიკურ სპექტრში. 7 თუ 8 აგვისტო - რა წერია რეალურად ევროსაბჭოს რეზოლუციაში, რომელსაც წლების წინ მხარი დაუჭირეს მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. განმარტება სახელისუფლებო გუნდში გაკეთდა. როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, „საუბარი იმაზე, რომ 7 აგვისტოს მოვლენებმა წინაპირობა შეუქმნა ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების განვითარებას და 8 აგვისტოს რუსებმა რაც ჩაიდინეს, ეს უკვე იყო საპასუხო რეაქცია ქართველი ჯარისკაცების მიერ მიღებულ ქმედებებზე, ეს უკვე დანაშაულია“. როგორ გაჩნდა რეზოლუციაში 7 აგვიტო უცნობია თინა ბოკუჩავასთვის, დეპუტატმა დღეს, მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლების გადაწყვეტილების ახსნა სცადა, რომლებმაც დოკუმენტს ხელი მოაწერეს.